ნინო ქლიბაძე

ნინო ქლიბაძე

Friday, July 10, 2015

დღეს ვიმსჯელეთ ფასილიტაციის ნიმუშებზე. პედაგოგმა უნდა გააკეთოს ფასილიტაციის ისეთი ნიმუში რომელიც მოსწავლეს დაეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში.
განვიხილეთ დიფერენცირება.რა შეიძლება გააკეთოს ნიჭიერმა,არაქართულენოვანმა და სსსმ პირმა.

Wednesday, July 8, 2015



ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების მრავალფეროვანი ფორმები. ვიმსჯელეთ რა მთავარი კრიტერიუმებით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ ნაშრომის შეფასებისას. ჩემი აზრით, შეფასების რუბრიკების გაკეთება პედაგოგისათვის ზოგადად შრომატევადი პროცესია, მაგრამ პროექტისათვის მნიშვნელოვანია შეფასების მრავალმხრივი მიდგომა. ტრენინგზე განხილული საკითხები დიდ დახმარებას გამიწევს ჩემი პედაგოგიური სქმეების უკეთ წარმართვაში.

Monday, July 6, 2015

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები .შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ჩეკ-ლისტი .შევადგინეთ ცხრილებისა და დიაგრამების ნიმუში .ნათლად დავინახეთ ყოველივე როგორ ეხმარება სტანდარტების მიღწევაში .

Wednesday, July 1, 2015

განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასასრულს. ჩამოვაყალიბეთ შეფასების სტრატეგიები. დღე საინტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა.

Monday, June 29, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლების კურსი. მსვლელობამ უკვე დამანახა პროექტების აქტუალობა და უპირატესობა სასწავლო პროცესში და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში. ავირჩიე პროექტის იდეა და გავწერე მოკლე შინაარსი. ვიმუშავეთ ბლუმის ტაქსონომიის საკვანძო სიტყვებზე და მისი დახმარებით გამიადვილდა მიზნების გაწერა. საინტერესო თემები იქნა ჯგუფში შერჩეული. ვიხილავდით ერთმანეთის თემებს და ვწერდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. სამუშაო თანდათან საინტერესო ხდება.